aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ახალციხეში სასურსათო მაღაზიის ქურდობისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-მ ახალციხეში, 2004 წელს დაბადებული ლ.წ. და 2003 წელს დაბადებული ლ.ჯ.  სასურსათო მაღაზიიდან თანხისა და პროდუქციის მოპარვისთვის დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, არასრულწლოვნები მაღაზიაში უკანონოდ შეიჭრნენ, თანხა და პროდუქტები წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

“ბრალდებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეიჭრნენ, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს გარკვეული ოდენობის თანხა და პროდუქცია წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”,-წერია განცხადებაში.

ორივე არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....