aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, სცდება ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას” – კალაძე კონგრესმენების წერილებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, სცდება ყოველგვარ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული სქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე ამერიკელი კონგრესმენების წერილებს.

მისი შეფასებით, “კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები“.

“იცით, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და ძალიან კარგად ვიცი რას წარმოადგენს ეს კომპანია. მხედველობაში მაქვს „ფრონტერა“. ჩვენ დავიწყეთ საარბიტრაჟო საქმის წარმოება და დარწმუნებული ვარ, კარგად იციან, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ ამ საქმეს, რის გამოც თავიანთი ლობიზმი გააძლიერეს. თუმცა, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, როდესაც მართალი ვართ. ზუსტად ამიტომ არის საქმე არბიტრაჟში, განიხილება და დარწმუნებული ვარ, ნავთობის და გაზის კორპორაცია ამ დავაში გაიმარჯვებს”, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენების არაერთი კრიტიკული წერილი მიიღო.

ასევე, ერთ-ერთი ბოლო კრიტიკული განცხადება კონგრესმენმა, პიტ ოლსონმა გააკეთა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა.

 

იტვირთბა....