aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსეთი ზედმეტად არ გავაღიზიანოთ – იკითხება, როგორც კაპიტულაცია” – ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც ზურაბიშვილმა რუსეთის დასჯაზე საუბარს თავი აარიდა.

ხუხაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადებები მთავრობასთან შეთანხმებულია, თავს იკავებს, საქართველოს ხელისუფლებას შეგნებული პრორუსული პოლიტიკის გატარებაში დასდოს ბრალი.

ექსპერტის აზრით, ზურაბიშვილის განცხადებები “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ “რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკაა”, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ იკითხება, როგორც კაპიტულაცია.

“ეს მინიმუმ გვაშორებს იმ ვექტორს, იმ მეგობრების ჯგუფს, რომელიც დღემდე, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები ყოფილიყო გატარებული. ეს აჩვენებს ჩვენს მეგობრებს, რომ მაინცდამაინც საიმედო მეგობარი არ ვართ მათთვის.

ეს არის კაპიტულანტური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ხელისუფლება ვითომ ბალანსების პოლიტიკას ეძახის – რომ აი, რუსეთი ზედმეტად არ გავაღიზიანოთ, მაგრამ ზედმეტად არ გაღიზიანება, საბოლოო ჯამში, იკითხება, მათ შორის რუსეთის მხრიდანაც, როგორც კაპიტულაცია.

ეს განცხადებები ზურაბიშვილის, ბუნებრივია, შეთანხმებულია მთავრობასთან. მთავრობაც ხომ იგივე პოლიტიკას ატარებს. მე უბრალოდ არ მინდა დიაგნოზის დასმა, რომ ეს არის შეგნებული პრორუსული პოლიტიკა. შეიძლება, ეს სულაც არ არის შეგნებული, უბრალოდ მათ მცდარად მიაჩნიათ, რომ დათვს რომ მოეფერები, დაწყნრდება და ისიც მოგეფერება. სინამდვილეში, ამ დათვის იმპერიული ბუნება სულ სხვანაირია. ის მოფერებას გებულობს როგორც სისუსტეს და უფრო სერიოზულად გაწვება. ამიტომ, აშკარად გამოხატული პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ბრალდებებისგან მე თავს შევიკავებდი. შესაძლოა, უბრალოდ არაკომპეტენტურობის ბრალია”, – უთხრა “მეტრონომს” გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას თავი აარიდა.

უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა, ალექსეი გონჩარენკომ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, აეხსნა, დაუჭერს თუ არა ოფიციალური თბილისი მხარს იდეას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „რუსეთი მართლაც არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. პრობლემა იმაშია, რომ რაც უფრო დიდია სახელმწიფო, მით ნაკლებია მისდამი ყურადღება მონიტორინგის პროცედურების ფარგლებში“.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

იტვირთბა....