აფხაზეთის ე.წ. მთავრობის დავალებით, ე.წ. საზღვრებზე, კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდება. კერძოდ, ფსოუს გამშვებ პუნქტზე და ენგურის ხიდზე თერმული ვუზუალიზაციის კამერები დამონტაჟდება და ადგილზე იქნება მობილური კლინიკებიც. ინფორმაციას ამის შესახებ Нужная газета ავრცელებს.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ სიტუაციის სტაბილიზაციამდე ჩინეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ისინი ტურისტული ვიზების გაცემის შეზღუდულ რეჟიმზეც გადადის.