aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მსგავს საკითხებს ერთი ადამიანი არ და ვერ გადაწყვეტს” – ოხანაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველო მზადაა რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უმასპინძლოს, რომელიც თბილისში გაიმართება.

ოხანაშვილის განცხადებით, მსგავს საკითხებს ერთი ადამიანი არ და ვერ გადაწყვეტს.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარების საკითხს მხოლოდ ერთი პირი ვერ გადაწყვეტს, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებენ დე ფაქტო რეჟიმებს. შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. ნებისმიერ საკითხში ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც დაეფუძნება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება უნდა შევაჯეროთ და შევათანხმოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად. მხოლოდ ამ ფორმით, ამ მიდგომით შეიძლება რაიმე ტიპის გადაწყვეტილებაზე საუბარი, ჯერ ვერაფერს გეტყვით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ შეიძლება ერთი ადამიანის მიერ იყოს მიღებული.

მსგავსი ღონისძიების ჩატარების საკითხს ვერ წყვეტს და არ გადაწყვეტს მხოლოდ ერთი ადამიანი. ასეთი მნიშვნელობის მქონე ღონისძიების ჩატარების საკითხი წყდება ჩვენი ჩართულობით ჩვენს ევროპულ მეგობრებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მივიღოთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს და ამას უნდა ჰქონდეს ლოგიკური თანხვედრა, შესაბამისობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროსაბჭოს სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა.

იტვირთბა....