aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იქნება სანქციები, უმკაცრესი განცხადებები და კატეგორიული მოთხოვნა ნორმალური არჩევნების ჩატარების” – ვაშაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოგზავნილ წერილებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მწვავე განცხადებების მესამე ტალღას უნდა ელოდოს. აღნიშნული განცხადება ვაშაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, იქნება სანქციები, უმკაცრესი განცხადებები და კატეგორიული მოთხოვნა ნორმალური არჩევნების ჩატარების.

„დღეს გამოქვეყნებული წერილი, რომელიც შეერთებული შტატების სენატის წევრის როჯერ რიკერს ეკუთვნის, შეიძლება ბოლო წერტილად ჩაითვალოს, მაგრამ დამიჯერეთ, 23 დეკემბრის განცხადებიდან დაწყებული ბატონი ადამ კინზინგერის გავლით და როჯერ ვიკერის გავლით არის 100%-იანი უვერტურა. მესამე აქტს „ქართული ოცნება“ ნახავს ძალიან მალე. ეს ის განცხადებები არ არის, რომლის მოსმენაც მოუწევთ. იქნება სანქციები, უმკაცრესი განცხადებები და კატეგორიული მოთხოვნა ნორმალური არჩევნების ჩატარების. თუ ეს მოთხოვნა ხელისუფლებამ ყურად არ იღო, თქვენ ნახეთ რა იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....