aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მგზავრებს საქართველოს აეროპორტებში სპეციალური აღჭურვილობითა და დისტანციური თერმომეტრით ამოწმებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს აეროპორტები კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში მუშაობა გრძელდება. კონკრეტულად, ჩინეთიდან მომავალი და ჩინეთში მიმავალი მგზავრების თერმულ შემოწმება და საინფორმაციო ბლანკების შევსება ხდება.

ექიმების ინფორმაციით, მგზავრებზე დაკვირვება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, მათ სპეციალური აღჭურვილობით და დისტანციური თერმომეტრით ამოწმებენ. საეჭვო სიმპტომების ქონის შემთხვევაში კი შესაბამის რეკომენდაციას აძლევენ.

ქართველი ექიმები განმარტავენ, თუ რა პათოგენია ე.წ. ჩინური ვირუსი. ეს არის კორონავირუსი, რომელმაც მუტაცია სწრაფად განიცადა და ამ დროისთვის ის უკვე ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.
ქართველი ექიმები აცხადებენ, რომ კორონავირუსის მკურნალობა შესაძლებელია დროულად, თუმცა ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ისინი ამბობენ, რომ კორონავირუსი, ამ დროისთვის, საქართველოსთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე არც ერთი საეჭვო სიმპტომებიანი ადამიანი არ დაფიქსირებულა.

იტვირთბა....