ლონდონში ბრიტანელმა მეცნიერებმა განსაზღვრეს, თუ როგორ ვრცელდება კორონავირუსი, ამის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს. ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, ყოველი ერთი ინფიცირებული ადამიანი ორ ან სამ სხვა ადამიანს აინფიცირებს.
“ეს ნიშნავს, რომ კონტროლის საზომები უნდა დაიბლოკოს 60%-ს ზემოთ იმისათვის, რომ ვირუსის გავრცლების კონტროლი ეფეტური იყოს”, – ნათქვამია ბრიტანელ მეცნიერთა განცხადებაში.
ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ თითოეულ დაინფიცირებულ ადამიანს შეუძლია მანამდეც გაავრცელოს ვირუსი სხვებზე, სანამ მას სიმპტომები გამოუვლინდება.
შეგახსენებთ, ვირუსის გამო, რომელსაც უკვე 56-მდე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ჩინეთის დედაქალაქში გაზაფხულის სასწავლო სემესტრი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
განცხადება გაავრცელა ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ, მა სიაოვეიმაც. მისი თქმით, კორონავირუსის ახალი ტიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.