ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი ამ დროისთვის 1600-ს აღემატება.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილი მოსახლეობის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.

შეგახსენებთ, თურქეთში, ელიაზიგის პროვინციაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხვდა. მიწისძვრის სიძლიერის გამო ბიძგები თურქეთის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა და პროვინცია თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოინახულა. მისი თქმით, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს, რათა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

იტვირთბა....