aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიტანელი ექიმი: ახალი ვირუსი, რომელი ასაკის ადამიანებისთვისაა განსაკუთრებით საშიში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლონდონის „იმფერიალ კოლეჯის“ ინფექციური დაავადებების მკვლევარი, ექიმი ნატალი მაკდერმოტი აცხადებს, რომ კორონავირუსი განსაკუთრებით საშიში საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანებისთვისაა. რისკი იზრდება, თუ მათ ადრე გარკვეული დაავადებები აქვთ გადატანილი.

ექიმმა ამის შესახებ “ფოქსნიუსთან” ისაუბრა.

ნატალი მაკდერმოტის თქმით, ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის, რომელთაც გვერდითი დაავადებები არ აწუხებთ, ვირუსს მომაკვდინებელი შედეგები არ ექნება და ის შესაძლოა მხოლოდ „გრიპის სიმპტომებით გამოიხატოს“. მისივე განცხადებით, ბრიტანეტი ვირუსს საჭიროების შემთხვევაში მომზადებული ხვდება.

შეგახსენებთ, ჩინეთის ხელისუფლება, უხანში, 25 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, 6 დღეში, 1000-საწოლიან საავადმყოფოს ააშენებს.

ვირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამაინს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

იტვირთბა....