aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსის შესამოწმებლად, ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მგზავრებს, რომლებსაც ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდებათ, დაუყოვნებლივ უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ.  შესაბამისი მოწყობილობები მთელი ქვეყნის მასშტაბით, თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში დამონტაჟდება.

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 1287 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 41 ადამიანი. დაღუპულთა შორისაა ერთ-ერთი ექიმი.

ვირუსმა ჩინეთის საზღვრებს გარეთაც გააღწია, კერძოდ, ტაილანდში, ტაივანში, აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სინგაპურში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, ნეპალში და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაავადების პირველი შემთხვევა მალაიზიაშიც გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ  ჩინეთი ახალ, კორონავირუსს ებრძვის.  ქალაქი უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ხუანგანში შესვლასა და გადაადგილებაზეც. დაიხურა მეტრო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

გამოცემა “გარდიანი” იუწყება, რომ ჩინეთის ქალაქ ხაოსში სერიოზული ქაოსია. 33 მილიონი ადამიანი ცდილობს გარკვევას თუ რა ხდება ქალაქში და არსებობს თუ არა მომაკვდინებელი ახალი კორონავირუსისგან განკურნების საშუალებები.

ჩინეთის ხელისუფლება, უხანში, 25 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, 6 დღეში, 1000-საწოლიან საავადმყოფოს ააშენებს.

ვირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამაინს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

იტვირთბა....