aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, “ტვიტერში” განცხადებას აქვეყნებს.

უწყება, მწუხარებას გამოთქვამს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

როგორც ისინი აცხადებენ, გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

„გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უზარმაზარი თანაგრძნობა და მწუხარება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირეს და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხისა და განსაკუთრებით დაზარალებულთა ოჯახების მწუხარებას და ვუსურვებთ ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას”,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ქალაქ სირვიჯეში მდებარეობდა, ბიძგების სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდას აღწევდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, საქართველოსა და სომხეთშიც – ამის შესახებ ინფრომაცია, აშშ-ის სეისმოლოგიურმა ცენტრმა გაავრცელა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-ს აღწევს. დაშავებულთა რაოდენობა კი 1015-ს შეადგენს

იტვირთბა....