aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1015-ს აღწევს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-ს აღწევს. დაშავებულთა რაოდენობა კი 1015-ს შეადგენს. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველო ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგებმა მსხვერპლი ორ რეგიონში, ელიაზიღსა და მალათაიში გამოიწვია. ელიაზიღში 16 ადამიანია გარდაცვლილი, 637 დაშავდა. ხოლო მალათიაში 4 ადამიანი გარდაიცვალა და 226 დაშავდა. საერთო ჯამში ქვეყნის შვიდ რეგიონში დაშავებულთა რიცხვი უკვე 1015-ს აღწევს. – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ქალაქ სირვიჯეში მდებარეობდა, ბიძგების სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდას აღწევდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, საქართველოსა და სომხეთშიც – ამის შესახებ ინფრომაცია, აშშ-ის სეისმოლოგიურმა ცენტრმა გაავრცელა.

იტვირთბა....