aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წელს არის საარჩევნო წელი და თანაგუნდელებს ვთხოვ, თავი შეიკავონ ენმ-ის პროვოკაციებზე” – კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი, კახა კალაძე, საკრებულოს წევრების მხრიდან, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და მათ მიმართავს.

“მინდა, ყველას ვთხოვო, ყველას მოვუწოდო ჩემს თანაგუნდელებს – წელს არის საარჩევნო წელი და ასეთი პროვოკაციები ძალიან ბევრი იქნება, ყველას მინდა თავშეკავება ვთხოვო, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის თანადგომის, ხალხის მხარდაჭერის. ერთადერთი, რასაც ისინი ცდილობენ და ყოველ შემთხვევაში ახერხებენ, ეს არის დესტრუქციული ქმედებები, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩემს თანაგუნდელებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი, როდესაც იქნება ასეთი პროვოკაციები. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს და საზოგადოევა მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას და გააკეთებს სწორ არჩევანს .”

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

თემაზე კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც. 

იტვირთბა....