ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხაბეიშვილი ყოველთვის დაკავებულია სიცრუით, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა მიუღებელია” – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე, დღეს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს “მაესტროს” ეთერით ეხმაურება და აცხადებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია, თუმცა, ასევე მიუღებელია სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცილისწამება.

“რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მე არ მიკვირს ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ასეთი შინაარსის, ასეთი ტიპის განცხადებები. ის ყოველთვის დაკავებულია სიცრუით, ცილისწამებით, სიბინძურით, თუმცა, ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, რაც მოხდა – ფიზიკური დაპირისპირება.

იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიყოთ ოპონირების რეჟიმში, ვისაუბროთ ქალაქის პრობლემებზე, განსახორციელებელ პროექტებსა და პროგრამებზე, რაც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას, ამის მაგივრად, ჩვენ ოპოზიციის მხრიდან და განსაკუთრებით ამით გამოირჩევა ლევან ხაბეიშვილი, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისმენთ პირადი შეურაცხყოფას, ამას არ დაჯერდა, გადასულია ოჯახის შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე და ძალიან ბევრ სიბინძურეზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავიდეთ რაღაც კონსტრუქციულ ურთიერთობაზე. ხომ შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს მივაყენოთ სიტყვიერი შეირაცხყოფა, ცილი დავწამოთ, ყოველგვარი აპელირების გარეშე ათასი სიბინძურე მოვუგონოთ ერთმანეთს, ეს დამოკიდებულება კატეგორულად მიუღებელია და მიუღებელია, რა თქმა უნდა, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა” – ამბობს დედაქალაქის მერი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

თემაზე კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც. 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....