ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არ მგონია, თეა წულუკიანმა ნაკლებად იცოდეს კანონები, ვიდრე ნინო ლომჯარიამ” – ვოლსკი

“რომც არ გაესაჯაროებინა ინფორმაცია, ტელევიზიებს და მედიებს რომ არ მიექციათ ყურადღება, ეს ინფორმაცია გარეთ მაინც გამოვიდოდა. რა არის ეს დამალვა და ჩრდილში ყოფნა. რა არის, კონსპირაციაა, თუ დასამალი აქვს საზოგადოებისაგან სახალხო დამცველს? რამდენად სახალხოა კიდევ, არ ვიცით. მე ვამართლებ საერთოდ გამჭვირვალობას და რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას საზოგადოებისათვის.”

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი – გია ვოლსკი

“ციტატა”

აღნიშნული განცხადება ვოლსკიმ, სახალხო დამცველის ე.წ. მატროსოვის ციხეში ვიზიტს და შემდგომ ამ ფაქტის გასაჯაროებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი,  ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში გუშინ მივიდა.

იტვირთბა....