aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციის მხრიდან არის მძაფრი რიტორიკა, მათ არ აქვთ ის მდგომარეობა, რომ ასეთი რიტორიკით ისაუბრონ” – კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ ვცდილობთ, რომ არ ვუწოდოთ კლოუნები ჩვენს ოპონენტებს არა აქვს მნიშვნელობა ვის. თქვენ ხედავთ, რომ რიტორიკა ოპოზიციის მხრიდან არის ძალიან მძაფრი, ზედმეტად მძაფრი და მათ არ აქვთ ის მდგომარეობა, რომ ასეთი რიტორიკით ისაუბრონ“ – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა.

როგორც კობახიძე აცხადებთ, თუ მმართველი პარტია ოპოზიციასთან ვერ შეთანხმდება, არსებული შერეული სისტემა ძალაში დარჩება და ეს არის რეალობა.

„თეა წულუკიანმა თქვა ის, რაც არის რეალობა ხო? ანუ, წამოვლენ შემოთავაზებაზე, რაც არის რაციონალური, ან წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება ის სისტემა, რაც დღეს მოქმედებს. ანუ ფაქტობრივი მოცემულობა, რაზეც ყურადღება გაამახვილა თეა წულუკიანმა. შესაბამისად, ეს არ არის ბუნებრივია, ულტიმატუმი. რეალობა არის ის, რომ თუ ვერ შევთანხმდით ოპოზიციასთან, იმ შემთხვევაში ძალაში დარჩება არსებული შერეული სისტემა.

ჩვენ ვცდილობთ, რომ არ ვუწოდოთ კლოუნები ჩვენს ოპონენტებს არა აქვს მნიშვნელობა ვის. თქვენ ხედავთ, რომ რიტორიკა ოპოზიციის მხრიდან არის ძალიან მძაფრი, ზედმეტად მძაფრი და მათ არ აქვთ ის მდგომარეობა, რომ ასეთი რიტორიკით ისაუბრონ.

ვერცერთ შემთხვევაში რომც დარჩეს არსებული სისტემა 77/73-ზე ეს არის ლეგიტიმური სისტემა და შესაბამისად ლეგიტიმაციის საკითხი ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს სისტემა მოქმედებს საქართველოში 1995 წლიდან ჯერ პროპორცია იყო განსხვავებული შემდეგ „ნაციონალური მოძრაობამ“ შეცვალა პროპორცია და 50/50-ზე ჩამოაყალიბა სისტემა, ეს არის ლეგიტიმური სისტემა, ამ სისტემით აირჩეოდა ყველა პარლამენტი 1995 წლიდან. შესაბამისად, ვერ დადგება სამართლებრივი ლეგიტიმაციის საკითხი და ვერ დადგება შესაბამისად ვერც პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხი“,-განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....