aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

იერუსალიმის პატრიარქმა სალომე ზურაბიშვილს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ საქართველოს ​პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა.

ზურაბიშვილმა და პატრიარქმა ქართველი მეცნიერების შესახებ იმსჯელეს და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და პრეზიდენტი მათ საქმიანობას პატრონაჟს გაუწევს – წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

“აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო,” – ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

ზურაბიშვილმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი აჩუქა. პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქი მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში წარუძღვა, სადაც მათ სიწმინდეები მოილოცეს.

იტვირთბა....