aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“საპროკურორო საბჭომ მანამდეც დაამტკიცა, რომ “ოცნების” დღის წესრიგის შემსრულებელ პროკურორებს ირჩევს”- დოლიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საპროკურორო საბჭოს სხდომას უნდობლობას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ანა დოლიძის განცხადებით,  საპროკურორო საბჭომ მანამდეც დაამტკიცა, რომ ის “ქართული ოცნების” დღის წესრიგის შემსრულებელ პროკურორებს ირჩევს.

„არ ვიცი ვინმეს თუ სჯერა საქართველოში იმის, რომ ეს საპროკურორო საბჭო აარჩევს პოლიტიკურად დამოუკიდებელ გენერალურ პროკურორს. სამწუხაროდ, საპროკურორო საბჭომ მანამდეც დაამტკიცა, რომ ის ირჩევს “ქართული ოცნების“ დღის წესრიგის შემსრულებელ პროკურორებს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დღეს საპროკურორო საბჭომ ახალი გენერალური პროკურორის შესარჩევის პროცედურა დაიწყო. საბჭოს წევრებმა 3 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და შემდეგ დასამტიცებლად უკვე პარლამენტს წარუდგინოს. კანდიდატებს შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც. დღევანდელ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენელი არ ესწრება.

იტვირთბა....