aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გრიგოლ ვაშაძე ის კაცია, აქციებზე სცენის უკანაც რომ არ შემოგვიშვია” – დიღმელაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძალიან არასწორ ეგოს შეეხო – ასე აფასებს შოთა დიღმელაშვილი, გროგოლ ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მან და კონკრეტულად ნაციონალურმა მოძრაობამ მიიყვანა ხელისუფლება პროპორციულო არჩევნების იდეამდე.

“გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო.

შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ.

ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.

პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით.

ძალიან არასწორ ეგოს შეეხო” – წერს  სოციალურ ქსელში, “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი,მმართველობის მონიტორინგის ცენტრის პროექტის, ფლანგვის დეტექტორის ხელმძღვანელი და Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, გრიგოლ ვაშაძემ ეკა კვესიტაძის გადაცემაში განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნები მან და კონკრეტულად “ნაციოლანიურმა მოძრაობამ”, “დაადებინა” ხელისუფლებას. 

იტვირთბა....