aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის” – ლიეტუვას პრეზიდენტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დავოსში, ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შხვედრის დროს განცხადება გაავრცეელა.

მისი თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის კონსენსუსის მიღწევას, თუმცა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ წუხს, გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა, რომ ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას.

„ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსენსუსის მიღწევას პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის და ასევე ვთვლით, რომ გარე ძალებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ უთანხმოება პოზიციასა და ოპოზიციას შორის, რაც შექმნის არასტაბილურობას საქართველოსა და რეგიონში”,- განაცხადა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

იტვირთბა....