“ჯინსები, დახეული ჯინსები, თემა თვითონ არის თავისუფლების მართლაც სიმბოლო და მე გითხარით, რომ მეტროპოლიტენ ოპერაშიც ვყოფილვარ ჯინსებით. იქ გარკვეულ ადგილებში დასაშვებია, არის ადგილები, რომელშიც ვერ შეხვალ ვერც ჯინსებით და ჰალსტუხის გარეშეც. რეალურად საქმე იმაშია, რომ თუ ამ სიღრმეში შედიხარ თავისუფლების სიმბოლო პატიმრისთვის, რომელიც ოთხ კედელში არის გამოკეტილი შეიძლება კარგი ნიშანი არ იყოს, მაგრამ მე და თქვენ ფსიქიატრები არ ვართ და ნუ ჩავუღრმავდებით ამ თემას.”
გია ვოლსკი – უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი
“ციტატა”
აღნიშნული განცხადებით, ვოლსკი “ტვ პირველის” ეთერში, თეა წულუკიანისა და ომბუდსმენის დაპირისპირებას, სადაც იუსტიციის მინისტრმა, ომბუდსმენის უწყება უწყება თანამშრომლის ჩაცმულობის გამო გააკრიტიკა ეხმაურება.