aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნებისმიერი გამოწვევის მიუხედავად დემოკრატიული განვითარება ჩვენი უდიდესი მიზანია” – ციხელაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპარლამენტარების კრიტიკული შეფასებებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პასუხობს.

“საქართველო მიდრეკილია დემოკრატიისკენ, საქართველოს მთავრობას სურს დემოკრატია, გარემო ზოგადად არის დემოკრატიული, თავისუფალი მედია და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია და რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი ხდება კანონის სრული დაცვით. დემოკრატიული რეფორმები ჩვენთან დღის წესრიგშია და ნებისმიერი გამოწვევის მიუხედავად დემოკრატიული განვითარება ჩვენი უდიდესი მიზანია. თავისუფლებისთვის ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით და ამ ბრძოლაში თქვენი იმედი გვაქვს,” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს.

ქეთევან ციხელაშვილმა, სიტყვით გამოსვლის დროს ოკუპაციაზე და მის პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება ცხინვალთან დამაკავშირებელ ერთადერთი გზის ჩაკეტვაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმი „ულტიმატუმის ენით საუბრობს“.

კახა კუჭავამ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო კურსი, გამყარებული იქნა მოქმედი კონსტიტუციის დონეზე.

იტვირთბა....