aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ის რაც დღეს ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე” – ვაშაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ დღევანდელი განკითხვის დღე, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე.

როგორც ვაშაძე ამბობს, ევროპარლამენტის დეპუტატებმა უმკაცრესი, უმძაფრესი შეფასება მისცა ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას

„დღევანდელ ჩვენ ჩართვას ძალიან სამწუხარო მიზეზი აქვს და ამაზე სრულ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აგებენ ის ხალხი, ვინც თავის თავს „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეძახის. მათ ეყოთ „გამბედაობა“ ჩასულიყვნენ ევროპის კავშირის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ევროპარლამენტში დაეწყოთ საუბარი იმ „გასაოცარ დემოკრატიაზე“, რომელიც მათ საქართველოში ვითომდა ააშენეს. არ ჩამოვთვლი ყველა ევროდეპუტატს, რომლებმაც უმკაცრესი, უმძაფრესი შეფასება მისცა ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. არ მოვიყვან ციტატებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ არ დარჩენილა ფრაქცია, საიდანაც არ გამოსულიყოს წარმომადგენელი და არ გაეხსენებინათ ამ კორუფციული დაჯგუფებისთვის „გავრილოვის ღამე“, საქართველოს მოქალაქეების მოტყუება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, კორუფცია, პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესები და მათი პროკურატურაში ტარება. ის დაპირებები, რომელიც რეფორმებზე იყო და არ განხორციელებულა. მაგალითად, ომში მყოფი უკრაინა მოუყვანეს, რომელიც საქართველოს ასწრებს პოლიტიკური რეფორმების გატარების სისწრაფით. არც ერთი ევროდეპუტატი არ დარჩენილა, რომ არ გამოსულიყო და არ დაემთავრებინათ თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით – „როგორი ევროპელები ხართ თქვენ და რა ევროპული დემოკრატიაა ის სისტემა, რომელიც თქვენ ქვეყანაში გაქვთ?“

მინდა საქართველოს მოქალაქეებს გავახსენო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის შემდეგ მთლიანად ოპოზიცია და განსაკუთრებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ თქვენ გადალახეთ წითელი ხაზი, საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი მოკავშირეების მოთმინების ფიალა არის ამოწურული. დღევანდელი განკითხვის დღეც კი, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს.

ქეთევან ციხელაშვილმა, სიტყვით გამოსვლის დროს ოკუპაციაზე და მის პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება ცხინვალთან დამაკავშირებელ ერთადერთი გზის ჩაკეტვაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმი „ულტიმატუმის ენით საუბრობს“.

კახა კუჭავამ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო კურსი, გამყარებული იქნა მოქმედი კონსტიტუციის დონეზე.

იტვირთბა....