aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი შეშფოთება კვლავ ეხება ჩააბარებს, თუ არა მმართველი პარტია დემოკრატიის გამოცდას” – ევროპარლამენტარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარმა, რასა იუნკიავიჩენემ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ცუდი მოსასმენია, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს, ან ჩივის ცუდი ოპოზიციის შესახებ, ეს არ არის დემოკრატიის წესები.

„ეს წელი საქართველოსთვის იქნება დემოკრატიის ტესტი. ჩვენ ყურადღებით გაკვირდებით. თქვენ გყავთ ბევრი ევროპელი მეგობარი ევროპარლამენტში, არა ერთი, ან მეორე პოლიტიკური პარტიის მეგობრები არამედ საქართველოს მეგობრები. ჩვენი შეშფოთება კვლავ ეხება ჩააბარებს, თუ არა მმართველი პარტია დემოკრატიის გამოცდას. ვწუხვარ, რომ ვამბობ, მაგრამ ჩემთვის იყო ცუდი მოსასმენია, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს, ან ჩივის ცუდი ოპოზიციის შესახებ. ეს არ არის დემოკრატიის წესები. როცა, ჩვენ ვხედავთ თავდასხმას ოპოზიციაზე, არასამთავრობოებზე, მედიაზე, მოწინააღმდეგეებზე, ეს თქვენ, საქართველოს არ დაგეხმარებათ ახალი მეგობრები იპოვოთ ევროპარლამენტში. ვერ დაარწმუნებთ მეტ ხალხს, რომ მხარი დაგიჭირონ“,-განაცხადა ევროპარლამენტარმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს.

ქეთევან ციხელაშვილმა, სიტყვით გამოსვლის დროს ოკუპაციაზე და მის პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება ცხინვალთან დამაკავშირებელ ერთადერთი გზის ჩაკეტვაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმი „ულტიმატუმის ენით საუბრობს“.

კახა კუჭავამ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო კურსი, გამყარებული იქნა მოქმედი კონსტიტუციის დონეზე.

იტვირთბა....