aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქალბატონი თეას განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი იყო“ – ლომჯარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა.

ლომჯარიამ აღნიშნული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საპატიმროებში  არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით განაცხადა.

“ქალბატონი თეას განცხადებები იყო ურთიერთგამომრიცხავი, მისი კომენტარი შეგიძლიათ მოისმინოთ, სადაც ამბობს, რომ ანგარიში არის ობიექტური და კომპეტენტური. ახლა კი, სულ სხვა რამეს ამბობს. ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტმა ფაქტობრივად უარყო, რომ კრიმინალურ სუბკულტურა ისევ არის ციხეებში. ფაქტია, რომ სახელმწიფომ დაადასტურა ასეთი პრობლემების არსებობა,” -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ომბუდსმენმა სპეციალური ანგარიში წარადგინა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას ეხებოდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრებოდა.

 

იტვირთბა....