aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოძრაობა “შეცვალემ” შსს-სთან გიორგი რურუას პატიმრობა გააპროტესტა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-სთან, მოძრაობა “შეცვალემ” აქცია გამართა, სამინისტროსთან ხელბორკილები და გიორგი რურუას საქმეში მონაწილე პოლიციელების ფოტოსურათები მიიტანეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი რურუას პატიმრობას და მისთვის იარაღის ჩადებას აპროტესტებენ.

“გიორგი რურუა, რომ პოლიტპატიმარია, ამაზე ექსპერტიზის პასუხები მეტყველებს. ხვალ სამართლიანი სასამართლოს წინაშე მოუწევთ პასუხისგება,”- განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.

“შეცვალეს” ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს, რომ მათი მოძრაობა ნებისმიერ პოლიტპატიმარს გვერდში დაუდგება.

“გიორგი რურუას გვერდში დავუდგებით ისე, როგორც სხვა ნებისმიერ პოლიტპატიმარს,”- განაცხადა ნიკა ფარულავამ.

იტვირთბა....