aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-თან გიორგი რურუას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

გიორგი რურუა
aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილეს, გიორგი რურუას მხარდამჭერ საპროტესტო აქციას მართავენ.

სამოქალაქო აქტივისტები გიორგი რურუას პატიმრობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ,  საქმეში არსებული იარაღი ბრალდებულს არ ეკუთვნის, რასაც ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

„ჩვენი უცხოელი პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტპატიმრები და ერთ-ერთი პოლიტპატიმარია გიორგი რურუა. ის მხოლოდ იმის გამო ზის ციხეში, რომ მთავარი არხის წილის მფლობელია და საპროტესტო აქციების დროს აქტიურად იყო ჩართული. ამიტომ, ივანიშვილმა გადაწყვიტა , ის მოეშორებინა, ჩამოეშორებინა და იარაღი ჩაუდო. ექსპერტებმა რურუას ტანსაცმელზე ვერ აღმოაჩინეს მეტალის კვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არავითარი იარაღი არ ჰქონია. ივანიშვილი აგრძელებს რეპრესიებს და რურუა არის ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, რომელიც დღეს საპყრობილეში ზის“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დიმიტრი ბიზინაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხი” ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....