aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ვირუსის გავრცელების საშიშროებაზე ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ჩინეთში ატიპიური პნევმონიის შემთხვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოში აღნიშნული ვირუსის შემოსვლის არც თეორიული და არც პრაქტიკული საშიშროება, არ არსებობს.

მისი თქმით, ჩინეთში, ატიპიური პნევმონიის 41 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც ორი ლეტალურად დასრულდა.

“ჩინეთში გაჩნდა ატიპიური პნევმონიის შემთხვევები. ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჰუბეის პროვინცია, დაახლოებით 60 მილიონამდე მოსახლეობით და მის დედაქალქში, ჰუვანში 19 მილიონი მოსახლით, აქ დადასტურდა ახალი ატიპიური პნევმონიის არსებობა, რომელსაც იწვევს ვირუსების ჯგუფი, ე.წ კორონა ვირუსები, რომელიც ცნობილი ჯგუფია და რომელმაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია. 41 შემთხვევაა დადასტურებული და აქედან ორი დამთავრდა ლეტალურად. უკვე ექსპორტირებულია რამდენიმე შემთხვევა სხვა ქვეყნებში, ტაილანდსა და იაპონიაში, რომელთაც პირდაპირი ფრენები აქვთ ამ პროვინციის დედაქალაქში. ჩვენთან შემოტანის რისკი არის ძალიან მინიმალური, იმიტომ, რომ ჩვენთან პირდაპირი ფრენა იმ პროვინციიდან, რომელშიც ეს შემთხვევებია დაფიქსირებული, არ არის. ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით იქნება მოწოდებული. ამ ეტაპზე საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული ქვეყანაში ვირუსი იქნეს იმპორტირებული, არ არსებობს”,- განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....