aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ულტიმატუმების წაყენება და უსაგნოდ დიალოგის შეწყვეტა არ უნდა ახასიათებდეს სოლიდურ პოლიტიკოსს” – ოდიშარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანები არიან პოლიტიკაში, მათი მთავარი იარაღი უნდა იყოს დიალოგი, მოლაპარაკებების მაგიდა. ერთმანეთისთვის ულტიმატუმების წაყენება და უსაგნოდ დიალოგის შეწყვეტა, ვფიქრობ, რომ არ უნდა ახასიათებდეს სოლიდურ პოლიტიკოსს”, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ და პირველმა ვიცე სპიკერმა განაცხადეს, თვის ბოლოს იგეგმება მორიგი, რიგით მეხუთე რაუნდი. ჩვენ უკვე გვაქვს მიწოდებული წინადადება ამ დიალოგის მხარეებისთვის. ჩვენი წინადადების მიხედვით, მკვეთრად იკლო მაჟორიტარულმა წარმომადგენლობამ, მომავალ პარლამენტში ის შემცირებულია და გაზრდილია პროპორციული. ალბათ, ყველას გესმით, რასაც ნიშნავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯია. დაველოდებით დიალოგის მხარეების პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ დიალოგი გაგრძელდება”, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

იტვირთბა....