„კონკრეტულად კონგრესმენის განცხადება ახალი არ არის. 2017 წელსაც იყო ეს განცხადება, რეზოლუციაც მოამზადა, თუმცა არ განხილულა იმდენად, რამდენადაც უსაფუძვლოა და ერთ კონკრეტულ კომპანიას „ფრონტერას“ უკავშირდება. კომპანია 1994 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ლაპარაკობს, რომ გაზის დიდი მარაგი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ჯერ ამის თაობაზე არავის არაფერი სმენია. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, აქ ნამდვილად გადაჭარბებული კი არა, რაღაც არაზუსტ ინფორმაციასთან, რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, რადგან დღიდან დამოუკიდებელი საქართველოს დაარსებისა, აი, ამ დონეზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, ფინანსური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სტრატეგიული, სამხედრო, რა ვიცი, ყველანაირად, ასეთ მაღალ დონეზე არასდროს არ ყოფილა”
გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი
“პირველი არხი”
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წევრი, მარკუეინ მალინი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართავს.
კონგრესმენი შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით.