aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

2020 წელს მსოფლიოს 2 200 მილიარდერი ჰყავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ფორბსის“ მონაცემებით,  2020 წელს მსოფლიოს 2 200 მილიარდერი ჰყავს.

პლანეტაზე ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულის მფლობელი, ფრანგული კომპანია LVMH–ს დამფუძნებელი ბერნარ არნოა. „ფორბსის“ ცნობით, არნოების ოჯახი 2020 წლის 18 იანვრის მონაცემებით 116.5 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს. LVMH ისეთ ბრენდებსა და კომპანიებს აერთიანებს, როგორიცაა „კრისტიან დიორი“, „ლუი ვიტონი“, „ჟივანში“, „გერლენი“, „მოე & შანდონი“.

რეიტინგში მეორე ადგილს კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს, მისი ქონება 115.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ხოლო მესამე ადგილზე „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსია, რომლის ქონებაც 110.6 მილიარდი აშშ დოლარია.

იტვირთბა....