aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში, თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც ერთი თანხის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ბათუმში, თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულებმა 1987 წელს დაბადებულ ასევე თურქეთის მოქალაქე ბ.ე.-ს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

“გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის – ბ.ე.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა”, – ამბობენ უწყებაში.

შსს-ში გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით დაიწყო. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....