aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ერდოღანი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ლიბიაში ანკარას მოქმედებებს მხარი დაუჭირონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი განცხადებას ავრცელებს და ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭირონ თურქეთის მოქმედებებს ლიბიაში.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მას ანკარას ლიბიის კონფლიქტის დასრულება სურს.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპა ნაკლებადაა დაინტერესებული ლიბიაში სამხედრო დახმარება გაგზავნოს, მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება თურქეთს დაუჭიროს მხარი, რომელმაც ტრიპოლს სამხედრო დახმარება უკვე აღუთქვა“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ლიბიის გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელი ფაიეზ სარაჯი და ამბოხებული გენერალი, ხალიფა ჰაფტარი, მოსკოვში წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, შეხვედრას გამართავენ, სადაც სავარაუდოდ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

იტვირთბა....