aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

26 წლის ბეტა ნაჭყებია სავარაუდოდ მეუღლემ ლოგინში მოკლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სურამის მუნიციპალიტეტში, 30 წლამდე ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი, ბეტა ნაჭყებია, ქმარმა 32 წლის, ლევან ლომიძემ ლოგინში მოკლა.

ადგილობრივების განცხადებით, ცოლ-ქმარს 5 წლის შვილი ჰყავს. კონფლიქტი მანამდეც ჰქონდათ და გარკვეული პერიოდით დაშორებულებიც იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში, 30 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. გარდაცვლილს თავის არეში ნაჯახით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

წინასწარი ვერსიით, მოკლულს დაზიანებები ქმარმა მიაყენა და მიიმალა. ქალი მიყენებული მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

იტვირთბა....