aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თდასუ-ს ავტორიზაციის შეჩერების შემდეგ – რაში ადანაშაულებენ სტუდენტები ადმინისტრაციას

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, სასწავლებლის ადმინისტრაციის მიმართ პროტესტს გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა, მათ მობილობით სხვა სასწავლებელში გადასვლის საშუალებას ადმინისტრაცია არ აძლევს.

სტუდენტები დახმარებისთვის განათლების მინისტრს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია მათ კუთვნილ საბუთებს არ აძლევს.

რაც შეეხება უნივერსიტეტის პასუხს, სტუდენტების ბრალდებები დეკანისთვის, გულნარა იმედაშვილისთვის გაუგებარია. როგორც ის აღნიშნავს, მობილობისთვის გარკვეული პროცედურებია საჭირო, რის შემდეგაც სტუდენტები საბუთების გატანას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს, დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. მიზეზი კი, სტანდარტებთან შეუსაბამობა იყო. საუბარია დაწესებულების სტრუქტურაში, მატერიალურ და ადამიანურ რესურსის დარღვევაზე.

ავტორიზაციის აღდგენაზე სასწავლებელი დავას სასამართლოში განაგრძობს.

იტვირთბა....