aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, მუქარის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, ამჟამადაც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებული წარსულშიც მრავალჯერ არის ნასამართლევი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დროებითი საცხოვრებლის შესაძლო ქირავნობის მიზნით, ტელეფონით დაუკავშირდა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ბინის მფლობელებს, რა დროსაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე დღეს განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს, მ.ბ. მოსაუბრეებს გაეცნო, როგორც პოლიციის თანამშრომელი – ლევან მაისურაძე და ბინის მფლობელებს მისი სახელით დაემუქრა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....