aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სასამართლომ ზურა ჯაფარიძე 2000-ლარით დააჯარიმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გირჩის” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს, საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრა, ასევე, პარტიის წევრ, იმედა კლდიაშვილს.

ჯაფარიძის განცხადებით, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს, რადგან მოსამართლემ მხოლოდ პოლიციის ჩვენებებზე დაყრდნობით  იხელმძღვანელა.

“ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ, გასაჩივრებას ვაპირებთ. რაც შეეხება იმას, თუ რაზე დაყრდნობით გამოიტანა გადაწყვეტილება, ვინც ესწრებოდა პროცესს, ნათლად ჩანდა, რომ ჩვეულებრივი ყალბი ჩვენებები იყო. როგორც ხდება პოლიციელების მხრიდან გაყალბებული იყო თვითონ პატაკი, რომელიც ორგვერდიანია და ცამეტ კაცზე არის დაწერილი. მოსამართლე როცა გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა, ჩვენ პოლიციელებს ველაპარაკეთ და აღიარეს, რომ იტყუებიან. მიუხედავად ამისა, 2000-2000 ლარიანი ჯარიმა დაგვაკისრა მოსამართლემ გადასახდელად. ჩემს შემთხვევაში ძალიან გაუგებარია, არ დამიმტკიცდა, რაზეც იყო საუბარი, რადგან დაავიწყდათ, სამართალდარღვევის ოქმში ჩაეწერათ, რომ მონაწილეობას ვიღებდი პიკეტირებაში. ამიტომ საერთოდ დანაშაული არ მქონდა ჩადენილი და უბრალოდ მომისაჯეს 2000 ლარის გადახდა, ვინაიდან წინააღმდეგობას ვუწევდი თითქოს პოლიციას, რაც არ ყოფილა”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს, ზურა ჯაფარიძე, სხვა პირებთან ერთად პოლიციამ დააკავა, თუმცა ხელწერილის საფუძველზე იმ დღესვე გაათავისუფლა.

იტვირთბა....