aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

პრეზიდენტი ჩიჩილაკისა და “კალანდას” ინიციატივის შესახებ ნიკოლოზ ანთაძეს შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩიჩილაკისა და “კალანდას” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში “ფეისბუქზე” ავრცელებს.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, დღეს ნიკოლოზ ანთიძესთან შეხვედრაზე, ჩიჩილაკისა და “კალანდას” შესახებ, თავის ინიციატივებზე ისაუბრეს.

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან შეხვედრაზე, ჩიჩილაკისა და “კალანდას” შესახებ, ჩემს ინიციატივებზე ვისაუბრეთ“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ამ საკითხზე ზრუნვა უკვე დაწყებულია და პრეზიდენტის ეს ინიციატივა ქვეყნის იდენტობას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.

„შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, მისი ინიციატივის შემდგომში განვითარების მიზნით, რომელიც ეხება გურიაში კალანდობას და ჩიჩილაკის მომზადების წესის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში წარსადგენად. დეტალებში გავიარეთ საკითხი, თუ როგორ უნდა მომზადდეს და ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე ზრუნვა. ძალიან კარგი ინიციატივაა, ჩვენი იდენტობის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად.

ასევე, გავაცანით წლევანდელ წელზე დაგეგმილი სამუშაოების პროცესი, თუ რა იგეგმება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. პრეზიენტმა გამოთქვა სურვილი, რომ მუდმივად იყოს ჩართული პროცესებში და აღგვითქვა დახმარება ისეთ გადაწყვეტილებებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპატრეზზე მუდმივად იქნება სახელმწიფოს და სააგენტოს მხარდამჭერი, რომ პროცესები უფრო სწორედ და სწრაფად წარიმართოს”, – განაცხადა ნიკოლოზ ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი, გურიაში ძველით ახალ წელს სამ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც გამოვიდა აღნიშნული ინიციატივით.

იტვირთბა....