aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაიწყონ გუდა-ნაბადის მოგროვება – დგება საქართველოს კოალიციური მართვის ეტაპი” – ნათელაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დადგა ივანიშვილისა და მისი რეჟიმისათვის უკანასკნელი პოლიტიკური ახალი წელიწადი. იწყება მათი გედის სიმღერა, რაც გარდაუვლად, რამდენიმე თვეში მათი ხელისუფლებიდან წასვლით დამთავრდება”, – აღნიშნული განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა.

“დაიწყონ გუდა-ნაბადის მოგროვება და გაემზადონ პასუხისმგებლობისთვის. პოლიტიკური ძალები საქართველოსი უნდა გავემზადოთ კოლექტიური პასუხისმგებლობის აღებისთვის ქვეყნის გადარჩენაზე. დგება საქართველოს კოალიციური მართვის ეტაპი”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ NDI-იმ კვლევის შედეგები გუშინ, 16 იანვარს გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხული მოსახლეობის 64% პასუხობს, რომ ცუდად, 30% პასუხობს, რომ კარგად, ხოლო 5%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია, გამოკითხულთა მოსახლეობის  33 პროცენტი მიიჩნევს, რომ არის, 53 პროცენტი ფიქრობს, რომ არა, ხოლო 8 პროცენტმა არ იცის.

 

 

იტვირთბა....