aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უმრავლესობის მხრიდან, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა” – თალაკვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“უმრავლესობის მხრიდან, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში, მთავარი საგამოძიებო ორგანოს მიერ არაერთი მნიშვნელოვანი საქმე იქნება გამოძიებული დროულად და ეფექტურად.

“პარლამენტი ელოდება, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის შესაბამისად, როდის იქნება წარმოდგენილი კანდიდატურები. კანდიდატურების შერჩევა გაწერლია კანონში და ის, რა თქმა უნდა, მოხდება წესების სრული დაცვით.

რაც შეეხება ირკლი შოთაძეს, მინდა გითხრათ, რომ მთავარი პროკურორის პოზიციაზე მისი საქმიანობის დროს, არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გვახსოვს, რომელიც იყო გამოძიებული ეფექტურად, დროულად. ეს არის კონკრეტული საქმეები, სადაც მძიმე დანაშაულებთან გვქონდა საქმე; იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მკვლელობის შემთხვევები და ის საქმეები, სადაც საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი.

რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით, მაშინაც, როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები და როდესაც დაზარალებულმა გამოთქვა კითხვები მის მიმართ, მან ასევე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა არ არის ყველაზე მთავარი. ბატონმა შოთაძემ მაშინაც მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტლება. შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მისი კანდიდატურა, შესაძლოა, იყო ის ერთ-ერთი, ვისი კანდიდატურაც იქნება წარმოდგენილი პარლამენტში განსახილველად და ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან, მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა”, – უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი.

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორის, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტიდან ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ გადადგა.

 

იტვირთბა....