aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიკვირს რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩემსა და ივანიშვილის პოპულარობაში” – სააკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, გაკვირვებულია თუ რატომ არ ააქვს ივანიშვილთან შედარებით მეტი განსხვავება პოპულარობის კუთხით.

„როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მე პოპულარობაში მკვეთრად გავუსწარი ივანიშვილს, შედარება არის მარტივი. ჩემს დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, ივანიშვილის დროს 0%-ით. ჩემს დროს სიღარიბე შემცირდა 2-ჯერ, ივანიშვილის დროს გაიზარდა 2,5-ჯერ. ჩემს დროს პენსია გაიზარდა მრავალჯერ, ივანიშვილის დროს დოლარებში 0%-ით. მე მჯერა, რომ ქართველები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ დიდი საქართველო, ხოლო ივანიშვილი ქართველებს მოუწოდებს, რომ გავიდნენ ქვეყნიდან.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხისთვის და ვაკეთებდი ყველაფერს ხალხისთვის, არაფერი წამიღია სახლში, ხოლო ივანიშვილს ყველაფერი სახლში მიაქვს. ამგვარად მე მიკვირს თუ რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩვენს შორის პოპულარობაში. უბრალოდ, ბოლომდე ყველა ვერ ამბობს თავის სათქმელს. ქართველი ხალხი არის გამორკვეული და ეს ყველაფერიც ამაზე მეტყველებს“, – აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს.

NDI საქართველოს დირექტორმა, ლორა თორნტონმა ახალი კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება შემაშფოთებელია.

იტვირთბა....