aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ვაშლიჯვარში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.

დაშავებულები გადაყვანილია საავადმყოფოში. ავარიის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

იტვირთბა....