aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კალაძემ ოპოზიციის ლიდერებს შეუთვალა, რომ მე თქვენთან ვარ და თუ რამე თქვენსკენ გადმოვხტები“ – ელისაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ, თბილისის მერი კახა კალაძე „კორუფციაშია ჩაფლული“ და თუ ვინმე დაუსრულებს პოლიტიკურ კარიერას კახა კალაძეს ეს , პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი იქნება.

მისი თქმით,  კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაიწყება. დაჭერებს პროკურატურა დაიწყებს და ამას რამდენიმე დღეში ვიხილავთ.

„კახა კალაძის მენეჯერობის რა მოგახსენოთ, შეხედეთ სატრანსპორტო კოლაფსს , შეხედეთ ნაძვის ხეს, გაპუტული ქათამივით რომ არის, მილიონი გადაიხადა და ნაძვის ხეშიც კი ფულს რომ აკეთებს. ვარკეთილში, კორპუსშიც კი ფულს რომ აკეთებს ის და მისი მერიაც.

თუ დააკვირდით, ძალიან საინტერესო ამბავი იყო, კალაძე რომ გამოვიდა და თქვა, მოვუწოდებ გამგებლებს, სამსახურის უფროსებსა და მოადგილეებს, რომ კორუფციას გაეშვნენო. ეს შემთხვევითი ამბავი კი არ იყო. კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაწყება. მე კი არ დავიჭერ, მე კი არ ვარ მთავარი პროკურორი და სუს-ის ანტიკორუფციულის წარმომადგენელი. თუ ვინმე კისერს მოუგრეხს კახი კალაძეს ისევ ბიძინა ივანიშვილი იქნება და ეს დაიწყება დღედღეზე. მის გარშემო ძალიან ხმაურიან დაჭერების სერიას ვიხილავთ. კალაძე თვითონ არის აღვირახსნილ კორუფციაში ჩაფლული. ეს იქნება იტალიაში შესყიდვები, თუ სამშენებლო ბიზნესი და „არქი ჯგუფი“. კორუფციაში, თავიდან ბოლომდე, თვითონ არის ჩართული. ყველაფერში ფულს იღებს, რაშიც შეიძლება იღებდეს.” – განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, კორუფციას არც ივანიშვილი ებრძვის, მაგრამ მას კალაძის ფაქტორები აღიზიანებს.

„ჩემი ინფორმაციით, ბოლო დროს კალაძემ, (ჩემთან არა, იმიტომ რომ მე და მას განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს) ოპოზიციის სხვა ლიდერებს შეუთვალა, „რომ მე თქვენთან ვარ და თუ რამე თქვენსკენ გადმოვხტები“ და ა.შ.“, – განაცხადა ელისაშვილმა.

იტვირთბა....