aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთს აუცილებლად მოუწევს უარი თქვას ოკუპაციაზე” – თალაკვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის თავმდჯაომრე არჩილ თალაკვაძე ჩორჩანას მიმდებარედ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ავთულხლართების გაჭიმვა და პროვოკაციები, რის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართალთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და თანამედროვეობასთან, ამიტომ, რუსეთის ფედერაციას აუცილებლად მოუწევს უარი თქვას ოკუპაციაზე და შეასრულოს ის ვალდებულება, რაც აქვს აღებული.

მისივე თქმით, მავთულხლართების კედლები თანდათან სულ უფრო და უფრო შეუთავსებელი გახდება თანამედროვეობასთან და დაიშლება.

„ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა დეოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს არის მშვიდობიანი გადაწყვეტილებები და პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ადამიანების მიმართ ყველა იმ მიღწევის და შესაძლებლობის გაზიარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ეს არის განათლება, ჯანდაცვის პროგრამები, მოგზაურობის შესაძლებლობები და ბიზნეს პროექტები. ეს არის პროგრამა, რომელიც იქ მცხოვრები ადამიანებისთვის საჭირო ყველა აუცილებელ კომპონენტს შეიცავს. ამ პროგრამის ინიცირების შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის რეაქცია იყო საკმაოდ დესტრუქციული. მათ ჩაკეტეს გადასასვლელი პუნქტები. მაგრამ როგორც ხედავთ, გავიდა წელზე მეტი, რაც საქართველოს მთავრობამ ამ პროექტის ინიცირება მოახდინა და სულ უფრო მეტად ვხედავთ კონტრასტს. სულ უფრო მეტად ვხედავთ, რომ ჩვენი სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს რეალურ შესაძლებლობებს და რეალურ დაცვას, სახელმწიფო სერვისებს, განათლებას, ჯანდაცვას და ამ ფონზე, რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი იქ მცხოვრებ ადამიანებს არაფერს არ სთავაზობს. ვერ უზრუნველყოფს ელემენტარულ ჰუმანიტარულ საჭიროებებს, ადამიანის საბაზისო მოთხოვნებს და თვეების განმავლობაში ვხედავთ, რომ არაერთი ადამიანი, ვისაც სჭირდებოდა სამედიცინო მომსახურება, ვერ მივიდა ექიმთან. არაერთი ადამიანი, ვისაც სჭირდება საკვები, რჩება საკვების გარეშე. არაერთი ადამიანი, ვისაც სჭირდება განათლება, რჩება განათლების გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი ამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ მილიტარისტულ რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს სთავაზობს წლიდან წლამდე. ეს ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს ძალიან კარგად ესმით უკვე.

საქართველო დღეს უფრო მეტად არის ინტეგრირებული ევროპის ეკონომიკაში და არაერთი სასიკეთო რეფორმა ხორციელდება ყოველდღიურად. ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობებს, აღვადგენთ ხიდებს აფხაზებთან, ოსებთან, საქართველო გაერთიანდება და ჩვენი თანამოქალაქეები და ადამიანები, ვინც ამ რეგიონში ცხოვრობენ, მიიღებენ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ნებისმიერ ინციდენტზე საქართველომ შეინარჩუნოს უსაფრთხოება, მშვიდობა; გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზაცია საერთაშორისო საზოგადოების და მივიღოთ ყველა ზომა, რომელიც შესაძლებელია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით. საქართველო არანაირ პროვოკაციაში არ შევა და ასევე, არავითარ დათმობაზე არ წავა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ჩორჩანას მომდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება.

აღსანიშნავია, რომ წაღვლი-ჩორჩანას ტყის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დრონით გადაღებული ვიდეოკადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობამ – “ძალა ერთობაშია” გუშინ, 13 იანვარს გაავრცელა.

მოძრაობის წევრმა, ლაშა ბერულავამ დღეს “მეტრონომს” განუცხადა, რომ ჩატარებული სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, ღონისძიებები, დაახლოებით, ერთი კვირის წინ უნდა განახლებულიყო.

იტვირთბა....