aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ“

„ტერიტორიები, რომლებიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის, ნიშნავს, რომ ჩვენი კონტროლისა და ბერკეტის ქვეშ არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა – დიპლომატიური გზა, კიდევ უფრო ეფექტური დიპლომატიური ქმედებების დაწყება. არაერთხელ ვისაუბრე იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი

აღნიშნული განცხადება ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას წაღვლი-ჩორჩანას ტყის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ჩორჩანას მომდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება.

აღსანიშნავია, რომ წაღვლი-ჩორჩანას ტყის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დრონით გადაღებული ვიდეოკადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობამ – “ძალა ერთობაშია” გუშინ, 13 იანვარს გაავრცელა.

მოძრაობის წევრმა, ლაშა ბერულავამ დღეს “მეტრონომს” განუცხადა, რომ ჩატარებული სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, ღონისძიებები, დაახლოებით, ერთი კვირის წინ უნდა განახლებულიყო.

იტვირთბა....