aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მაკრიტიკეთ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ერთი მიზანი გაგვაჩნია” – პრეზიდენტი ჟურნალისტებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გურიაში, კალანდობის დღესასწაულთან დაკავშირებით იმყოფება, განცხადება გაავრცელა.

პრეზიდენტმა შეკრებილ მოსახლეობას ძველით ახალი წელი მიულოცა და მათ მშვიდობა უსურვა.

“პირველ რიგში, ყველას მოგილოცავთ კალანდობას, საზოგადოებას, რომელიც აქაა შეკრებილი. ეს არის არაჩვეულებრივი დღესასწაული, რომელიც შენარჩუნებულია ჩვენს ტრადიციებში, ამდენად არის ძალიან ძლიერი და ბევრის მომტანი. რადგანაც ვართ გურიაში, მინდა, ყველას გისურვოთ, მშვიდობა, მშვიდი წელი იყოს, ერთმანეთს არ ვეჯაჯგუროთ, ვიყოთ ერთიანნი. რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი შეხედულებები, ერთმანეთის მიმართ ვიყოთ სიყვარულით, რადგან ეს არის ამ ქვეყნის ძალა, რომელიც მოდის საუკუნეების მანძილზე.

ძალიან ბევრი გავიარეთ, ბევრს გავივლით, მაგრამ ვერ გავივლით, თუ არ გვექნება შიგნით, ჩვენში ეს განცდა, რომ რაც არ უნდა ერთმანეთისგან განსხვავებულობა იყოს, მაინც გვაქვს უფრო მეტი საერთო, ვიდრე დასაყოფი.

ამას გთხოვთ ჟურნალისტებსაც, მე იმას კი არ გთხოვთ, რომ არ გამაკრიტიკოთ, მიდით და მაკრიტიკეთ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ჩვენ ერთი მიზანი გაგვაჩნია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მინდა, ერთად ვიყოთ ამაში დარწმუნებული” – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სამ დღიანი ვიზიტით, კალანდობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გურიაში იმყოფება.

იტვირთბა....