aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვინც რაღაცას აპროტესტებს, გააპროტესტოს” – ზურაბიშვილი გურიაში გამართულ აქციაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“არასოდეს მექნება პროტესტის პროტესტი” – აცხადებს გურიაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ამ განცხადებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გამართულ აქციას პასუხობს.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და თუ ვინმე რამეს აპროტესტებს ესეც თავისუფლებაა.

„მე არაფერი ვიცი, ვინ შემოუშვეს ვინ არ შემოუშვეს. როგორც ხედავთ მთელი მოსახლეობა არ არის მოსული, აქ ელჩებიც არიან და რაღაცნაირად ფორმატში უნდა იყოს. სახალხო დღესასწაული არის და ამიტომ ვულოცავ ყველას, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ვინც რაღაცას აპროტესტებს, გააპროტესტოს, ეს არის თავისიუფლება. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამისი პროტესტის პროტესტი არასდროს არ მექნება.”

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გურიაში, კალანდობის სადღესასწაულო ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ბესო ქათამაძის განცხადებით, კალანდობა 6 საათზე, პრეზიდენტის ახირების გამო გადმოიტანეს, რაც ამ დრომდე არასოდეს მომხდარა.

იტვირთბა....