aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზუსტად ვიცი, რომ ჩემ დროს სასამართლო ქრთამს არ იღებდა” – სააკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომოანია “მთავარის” ეთერში, ქვეყანაში არსებულ სასამართლო სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის დროსაც ვერ მოხერხდა სათანადო სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება.

“სასამართლოს რაც შეეხება, ჩვენ ისე ვლაპარაკობთ, რომ სასამართლო მეფის რუსეთის, ერეკლე მეორის დროს იყო დამოუკიდებელი, საბჭოთა კავშირის, მერე შევარდნაძის დროს აყვავდა და ახლა ხომ აყვავდა და აყვავდა. ვერც ჩვენ ვერ მოვახერხეთ სათანადო სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება.

ზუსტად ვიცი, რომ ჩემ დროს სასამართლო ქრთამს არ იღებდა, რა თქმა უნდა, პროკურატურა ბევრად მეტს იღებდა თავის თავზე.

ჩემი აზრით, უზენაეს სასამართლოში ახლა უნდა შემოვიყვანოთ რამდენიმე უცხოელი მოსამართლე, უნდა ჩამოვაყალიბოთ ტენდენცია, რომლითაც ქვემდგომ მოსამართლეებს, მაგალითად, ჰოლანდიელი მოსამართლე გააუქმებს განაჩენების მესამედზე მეტს, ის ავტომატურად კარგავს მოსამართლის სტატუსს და უნდა შევცვალოთ სისტემა. ჩვენ საქართველოში უცხოელების დახმარების გარეშე, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ახალ სასამართლო სისტემას ვერ შევქმნით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.

 

იტვირთბა....