aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში ხელი რუსეთმა შეგვიწყო” – ასლან ბჟანია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში ხელი რუსეთმა შეგვიწყო”, – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური ბლოკის ლიდერი ასლან ბჟანია, რომელმაც დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

„პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ბოლო თვეებში მომწიფდა, გადალახულია, გილოცავთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მონაწილეობისთვის“, – მიმართა ბჟანიამ მომიტინგეებს.

შეგახსენებთ, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა 12 იანვარს გადადგა.

აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან ითხოვდნენ.

პარასკევს ოკუპირებული აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ სექტემბერში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, გააუქმა და ვადამდელი არჩევნები 22 მარტს დანიშნა.

იტვირთბა....